| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შპს „კახეთის თხილმა“ თხილის შენახვის და გაშრობის საწარმო ააშენა.ეს არის ამ ტიპის მე-3 ცენტრი კახეთში და მე-6 მთელი საქართვლოს მასშტაბში.
ახალი
საწარმო გათვლილია თხილის 1000 ტონას გაშრობაზე და 500 ტონას შენახვაზე.
საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
პროექტი რეალიზებულ იქნება მთავრობის და USAID-ის დაფინანსებით. ერთობლივმა
ინვესტიციებმა 250 000 დოლარი შეადგინა - მათ შორის 86 000 დოლარი სახელმწიფო გრანტი
იყო, 87 000 დოლარი საშეღავათი არგოკრედიტი,
50 000 დოლარი USAID-ის გრანტი, დანარჩენი
თანხა - კომპანიის საკუთარი ინვესტიციებია.
„ახალი საწარმო მეექვსეა, რომელიც USAID-ს, საქართველოს
მთავრობის, და თხილის მწარმოებელთა ასოციასიის მხარდაჭერით შეიქმნა. საქარმო რეგიონის
200 ფერმერს მოემსახურება, მათ შემოსავლის ზრდას და ბაზრების დივერსიფიცირებას ხელს
შეუწყობს“ - განაცხადა საწარმოს გახსნის ცერემონიაზე
აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
თხილის
მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თხილის პლანტაციების მთლიანი ფართობი 70 000
ჰექტარამდე, მათ შორის 5 000 - კახეთში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss