| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს. ბანკმა 9 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია
გამოყო, რაც თბილისის ისტორიულ უბანში ავლაბარში, 65 ნომრიანი სასტუმროს
მშენებლობას მოხმარდება. Clocks
Hotel Tbilisi საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით
შემუშავებული პროექტის მიხედვით შენდება. პროექტის განხორციელების პროცესში ამჟამად 52 ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს
გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც ობიექტი დამატებით 70 სამუშაო
ადგილს შექმნის.
პროექტზე მუშაობის პროცესში, სასტუმროს
მენეჯმენტის ძირითადი მიმართულება ისეთი ადგილობრივი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც თავისუფლად
გაუწევდა კონკურენციას ცნობილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს არამხოლოდ მაღალი
ხარისხის მომსახურებით, არამედ შენობის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო
უმაღლესი სტანდარტებით. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთათვის. გარდა გამორჩეულად დახვეწილი ნომრებისა,
Clocks
Hotel Tbilisi- ში განთავსდება 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 რესტორანი, ბარი, ტერასა
თბილისის ულამაზესი ხედებით და გამწვანებული ეზო, რომელიც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს
შექმნას უზრუნველყოფს.
განსაზღვრული სეგმენტი მოიაზრებს
MICE ტურიზმის განვითარებას, როგორც სხვადასხვა
კომპანიების მასპინძლობითა თუ საქმიანი შეხვედრების ორგანიზებით, ასევე მოგზაურების
და სხვა სტუმრების მიღებას. სამომავლოდ ასევე იგეგმება საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით
ტურიზმის სექტორში დამატებითი პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს რეგიონებში
იქნება გადანაწილებული.
პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
„საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ არ ვჩერდებით, და ვაგრძელებთ ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. “ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss