| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ ორშაბათის სესია Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე მცირედი, 0,05%–იანი გამყარებით
დაიწყო. თბილისის დროით 10:50 საათზე $1 ზუსტად 3,2 ლარი ღირს.
ამერიკული დოლარი იაპონურ იენთან
მყარდება, ხოლო ევროსთან წყვილში პოზიციებს თმობს. ინვესტორების ყურადღებას აშშ–ის
ეკონომიკის მყარდაჭერის ღონიაძიებათა ახალ პაკეტს აკვირდებიანყ
ტრეიდერები ასევე აკაირდებიან დონალდ
ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფიცირებული პრეზიდენტის მკურნალი ექიმი ბრაიან
გარიბალდი იმედოვნებს, რომ მოვლენათა სასურველი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში,
პაციენტი კლინიკიდან შესაძლოა ორშაბათსვე, 5 ოქტომბერს გაწერონ.
ამასთან, ამერიკის ბიზნეს–ეკონომისტების
ეროვნული ასოციაციის წევრები ვარაუდობენ, რომ მეოთხე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა
4,9%–ით, ხოლო წლიურ გამოსახულებაში 6,8%–ით გაიზრდება.
თბილისის დროით 9:25 საათისთვის ევრო
დოლართან მიმართებაში 0,08%–ით გამყარდა და $1,1725 შეადგინა.
იაპონურ იენასთან მიმართებაში დოლარი
0,28%–ით არის გაზრდილი 105,29 იენა ღირს.
ფუნტის კურსი სტაბილურია და მისი
ფასი $1,2934–ს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss