ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობმა კვირა ზრდით დაიწყო
5 ოქტომბერი, 2020, 10:40
ნავთობმა კვირა ზრდით დაიწყო

თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ორშაბათს იზრდება, გასული კვირის მნივშნელოვანი დანაკარგის შემდეგ, როდესაც Brent-მა დაახლოებით 8%, ხოლო WTI-მ 7,4% დაკარგეს.

პარასკევის მკვეთრ ვარდნას აშშ–ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის კოვიდინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებენ.

„ნავთობის ფიუჩერსები რამდენიმეკვირიანი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, ვინაიდან ევროპასა და აშშ–ში კორონავირუსის გავრცელებამ ეჭვქვეშ დააყენა ეკონომიკური საქმიანობის აღირძინება. თუმცა, დონალდ ტრამპისა და თეთრი სახლის სხვა წარმომადგენლების ინფიცირების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ მღელვარება კიდევ უფრო გაამწვავა, რის გამოც Brent და WTI პარასკევის სესიის დახურვისას მკვეთრად გაიაფდა“, – აღნიშნავს ANZ-ს ანალიტიკოსი, რომელსაც  S&P Global Platts ციტირებს.

Brent–ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, ორშაბათს დილით, 2,06%–ით გაძვირდა და ბარელი $40,08 ღირს.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ნოემბერში მიწოდების პირობით, 2,38%–ით არის გაზრდილი და ბარელზე $37,93–ს შეადგენს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები