ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპენსიო სპეცდეპოზიტარის საკონკურსო პირობებს ცვლის
2 ოქტომბერი, 2020, 16:38
საპენსიო სპეცდეპოზიტარის საკონკურსო პირობებს ცვლის

თბილისი (GBC)  - რამდენიმე თვით გაჭიანურებული ტენდერის ჩაშლის შემდეგ, საპენსიო სააგენტო სპეცდეპოზიტარის შესარჩევად კონკურსს ხელახლა ატარებს.  


ინვესტირების ბაზის გაფართოებისთვის მარტის საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე ივლისში, საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის მიღებამ, რაც დეპოზიტარის ფუნქციებს აზუსტებს, კონკურსის პირობების შეცვლა განაპირობა, და მალე ხელახლა გამოცხადდება.


სააგენტოს ცნობით, COVID-19 პანდემიამ შერჩევის პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში კი შეიცვალა კანონი "დაგროვებითი პენსიის შესახებ" და ძალაში შევიდა ახალი კანონი "საინვესტიციო ფონდების შესახებ", რაც აზუსტებს სპეც-დეპოზიტარის მიერ გასაწევ მომსახურებებს და მის ფუნქციებს 


ამასთან საფინანსო ბაზრის ზედამხედველმაც - ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები უნდა შეცვლოს, რომ საპენსიო სააგენტომ კონტრაქტორ სპეცდეპოზიტარს განახლებული საკონკურსო პირობები შესთავაზოს.


დეპოზიტარის შერჩევის პროცესი,  საფინანსო წრეებში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით,  დეპოზიტარისთვის  ფართო მოთხოვნების  გამო ჭიანურდებოდა, რომ ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა-შენახვის და სხვა მიზნობრივი ფუნქციების გარდა რისკის შეფასება - კონტროლი და სხვა ვალდებულებებიც ეკისრებოდა, რაც მომსახურების ხარჯს ზრდიდა.

 

დეპოზიტარმა  საინვესტიციო პორტფელი უნდა ამონიტორინგოს და სააგენტოს დავალებით ტრანზაქციების ანგარიშსწორება უზრუნველყოს. დეპოზიოტარს საპენსიო სააგენტო 3 წლით ირჩევს. მის გარეშე  საპენსიო თანხები, დეპოზიტის გარდა, სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებში ვარ ინვესტირდება, ვერც ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებში 

 

 29 სექტემბერს შეწყვეტილ ტენდერში 2 ადგილობრივი ( საქართველოს ბანკი; თიბისი ბანკი ) და 1 უცხოური კომპანია (სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარი) მონაწილეობდა (ტენდერი 2020-ის 6 იანვარს  გამოცხადდა). მაისში BOGG-ის გამარჯვებაზე გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ისე ჩაიშალა რომ დადასტურება ვერ მოესწრო.


 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები