ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა თრაქ & ბას -ი HINO-ს ოფიციალური წარმომადგენელი
2 ოქტომბერი, 2020, 11:35
თეგეტა თრაქ & ბას -ი HINO-ს ოფიციალური წარმომადგენელი

თბილისი (GBC) - თეგეტა თრაქ & ბასი“ საქართველოში ჰინო (HINO)-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. HINO TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე. HINO-ს კომერციული ავტომობილები იწარმოება იაპონიაში, იმ ქარხანაში რომელშიც Toyota-ს ისეთი მოდელები, როგორებიცაა Prado და FJ Cruiser იწარმოება.


 „მოხარული ვართ, რომ „თეგეტა თრაქ & ბასი“ კიდევ ერთ მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ბრენდთან იწყებს თანამშრომლობას. HINO-ს კომერციული ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს სადისტრიბუციო კომპანიებში. ჰინოს ავტომობილები გამოირჩევიან გამძლეობით და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევენ მნიშვნელოვნად დაზოგონ ხარჯები,“ - აცხადებენ „თეგეტა თრაქ & ბასში“.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გაყიდვების შემდგომ მომსახურების გუნდი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებულია და სწრაფ მომსახურებას  უზრუნველყოფს, როგორც სერვისის ასევე სათადარიგო ნაწილების კუთხით.


პირველ ეტაპზე „თეგეტა თრაქ & ბასი“ კომპანიებს HINO 300-ის სერიის მოდელს შესთავაზებს.  ეს მოდელი დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევა და გაძლიერებული შასი აქვს. ავტომობილი სპეციალურად რთულ პირობებში საექსპლუატაციოდაა შექმნილი. HINO 300-ის მზიდი ჩარჩო  ანტიკოროზიული მასალითაა დამუშავებული.


HINO-ს კომერციული ავტომობილები მძლავრი ძრავით გამოირჩევიან. ავტომობილის სრული დატვირთვის შემთხვევაში და რთულ რელიეფურ პირობებში ძრავის დატვირთვა შეუმჩნეველია და ავტომობილი შეუფერხებლად გადაადგილდება.  

„თეგეტა თრაქ & ბასი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც  სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციის და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში ოპერირებს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები