| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანიას კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაციამ ამერიკულ ინდექსებს 2 ოქტომბრის ვაჭრობებზე წითელი ზონისკენ უბიძგა, რაზეც ნიუ–იორკის საფონდო ბირჟის მონაცემები მეტყველებს.
აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ (არჩევნები 3 ნოემბერს
ჩატარდება) ტრამპის ინფიცირებამ სამრეწველო ინდექსს, Dow Jones-ს დაარტყა. თბილისის
დროით 10:30 საათისთვის მან 1,6% (434 პუნქტი) დაკარგა და 27 257 პუნქტს შეადგენს.
აშშ–ის 500 უმსხვილესი კომპანიის გამაერთიანებელი S&P500 1,51%–ით (51 პუნქტით)
შემცირდა – 3 317,75 ნიშნულამდე. დაახლოებით იგივე პროცენტული მაჩვენებლით, 1,52%–ით
მცირდება Nasdaq – 11 339,25 პუნქტამდე.
დონალდ ტრამპმა პარასკევს დილით Twitter–ზე დაწერა,
რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამერიკის პრეზიდენტის მკურნალი
ექიმიშონ კონლი აცხადებს, რომ ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. მისი აზრით, ავადმყოფობა
ტრამპს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაში ხელს არ შეუშლის. ტრამპის ინფიცირების შესახებ
ცნობა წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით პერიოდში გავრცელდა. დონალდ ტრამპი მეორე ვადით
აპირებს თეთრ სახლში დარჩენას. ოპონენტთან დემოკრატებიდან ჯო ბაიდენთან მორიგი დებატები
15 ოქტომბერსაა ჩანიშნული, თუმცა, პრეზიდენიტის ინფიცირების შემდეგ გაიმართება თუ არა
ის, ჯერჯერობით უცნობია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss