| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - 01.10.2012-ის არჩევნებიდან
8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ
სჭირდება”, - მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,
მისი წინამორბედ 9 წლიანი მმართველ პარტიას და დანარჩენებს.
ხელისუფლების
დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, მრავალნაცად ხერხს
მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9
წლის მანძილზე ხელისუფლებას.
ასე
დაიწერა მათი პროპაგანდისტური მოძღვრება, ერთ მარტივ ტერმინში - „უნიათობა“, რომელიც
უნდა ქცეულიყო „ქართული ოცნების“ მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო
მმართველი გუნდის დისკრედიტაცია.
მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის
ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად
უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი“,
- ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტების თეატრალური თვალთმაქცობის მაგალითების მოიხმო. ცრუ
სინანული, - „ძალიან
დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე, და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად
მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას“.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების
წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის
თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული
სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა
და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები.
ჩვენ ყველას გვახსოვს, ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული
სოფელი.
ჩვენ, არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების
უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული
და დაჩოქებული სასამართლო, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა
და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო
სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია,
ჩვენ
არასდროს დაგვავიწყდება ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული
მთავარსარდალი,
მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი
შრომის შედეგად იქმნება ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი
ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი
უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს. ხალხის ძარცვით მიღებული ასეულობით მილიონი კი, ილექებოდა
უცხოურ ბანკებში, მათ საგულდაგულოდ გადამალულ ანგარიშებზე.
ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ,.. ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ხელისუფლების უნებლიე შეცდომის, ოპოზიციის ბორატად გამოყენებით, საპროტესტო აქციების აგორებაზეც განაცხადა, - "იყო, სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც".
ქართული ოცნების სია
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss