ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტყიბულელი სამთოელები ევროპული განათლებით
1 ოქტომბერი, 2020, 12:03
ტყიბულელი სამთოელები ევროპული განათლებით

თბილისი (GBC) - საზღვარგარეთ განათლების მიღება წლების წინაც ისეთივე აქტუალური იყო, როგორც ახლა. „საქნახშირს“ ტყბულის მხარეთმცოდეობის მუზეუმმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ 1900-იანი წლების დასაწყისში, ტყიბულში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული ცოდნა სამშობლოს მოახმარეს.

ეს ადამიანი იყო ტყიბულელი იოსებ ჯაოშვილი, რომელმაც 1912 წელს, ავსტრიაში, ლეობენის საიმპერატორო სამთო სასწავლებელი დაამთავრა. ეს ფაქტი სასწავლებლის მიერ გაცემული ორიგინალი დიპლომით დასტურდება, რომელიც ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. იოსებ ჯაოშვილი ტყიბულში ჩამოსვლის შემდეგ საზოგადოება “ნახშირას“ საწარმოში მუშაობდა. მისი ინიციატივით დაინერგა ახალი მეთოდები ქვა-ნახშირის ხარისხის ამაღლების კუთხით. ჯაოშვილის ევროპული განათლება ინჟინერმა დ. ყიფიანმა ბრიკეტების საწარმოში და ქვანახშირის სარეცხებში გამოიყენა (1924-1925 წლებში). იოსებ ჯაოშვილის სახელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტყიბულის ერთ-ერთ ქუჩასაც ერქვა.

კიდევ ერთი ტყიბულელი, ვინც 1906 წელს, ავსტრიაში ქალაქ ლეობენში, საიმპერატორო სამთო სასწავლებელი დაამთავრა იყო კირილი ბოჭორიშვილი. ეს ფაქტიც ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ოფიციალური დოკუმენტით დასტურდება.

 ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინფორმაცია

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები