| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ნავთობის ბაზარი წნეხის ქვეშაა. Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები $41–ს ქვემოთ
ივაჭრება. კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა მსოფლიოში ახალ რეკორდებს ხსნის,
რაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შემდგომში ენერგომატარებლებზე მოთხოვნის ზრდის
შესაძლებლობას.
ვითარებას ისიც აუარესებს, რომ OPEC+
ფორმატში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ლიბია ზრდის ნავთობმოპოვებას.
იგივეს აკეთებს ირანი. ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნედლი ნავთობის
მარაგები აშშ–ში 0,8 მლნ ბარელითაა შემცირებული, როდესაც ბენზინის მარაგები 1,6 მლნ
ბარელითაა გაზრდილი.
ინვესტორების ყურადღება დღეს აშშ–ის
ენერგეტიკის სმინისტროს მიერ გამოსაქვეყნებელ სტატისტიკაზეა მიპყრობილი. შესაბამისად,
გლობალური კონიუნქტურის გაუარესების ფონზე, უკვე დღესვეა მოსალოდნელი Brent-ის $38–$40–იან დიაპაზონში გადასვლა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss