| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროპული აქციები ოთხშაბათის სესიაზე წითელ ზონაში არიან,
ვინაიდან კოვიდინფიცირების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ და აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატების
პირველი წინასაარჩევნო დებატების ტონმა, საფინანსო ბაზრისთვის საკმაოდ ბობოქარი თვის
ბოლოს, რისკებისადმი ლტოლვა გაანელა.
STOXX
600–მა თბილისის დროით 12:00 საათისთვის 0,3% დაკარგა,
უოლ–სთრითის ვარდნის კვალდაკვალ, მას შემდეგ, რაც ტრამპმა და მისმა მეტოქემ საპრეზიდენტო
არჩევნებში დემოკრატებიდან ჯო ბაიდენმა პირველი წინასაარჩევნო დებადები გამართეს. კონკურენტებმა
კორონავირუსზე რეაგირების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის საკითხეზე ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი
სიტყვები ნამდვილად არ დაიშურეს.
დიდმა ბრიტანეთმა სამშაბათს გამოაქვეყნა
ინფორმაცია, რომლის თანახმად დღე–ღამეში კოვიდინფიცირების 7 143 შემთხვევა დაფიქსირდა
– ეს რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის გამოცხადების დღიდან. ამასთან, გერმანია კორონავირუსის
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს.
ამ ფაქტორებმა გადაწონეს ის ოპტიმიზმი,
რომელიც მანამდე, აგვისტოში, გერმანიაში საცალო გაყიდვების მკვეთრმა ზრდამ და სექტემბერში
ჩინეთში სამეწარმეო აქტივობის ზრდამ განაპირობა.
კოვიდინფიცირების სტატისტიკის ზრდისადმი
მგრძნობიარე აღმოჩნდნენ ტურისტული, საავტომობილო და საბანკო სექტორები. სწორედ ამ სექტორების
კლების გამო დავარდა ინდექსები. თუმცა, დანაკარგები, გარკვეულწილად, დამცავმა სექტორებმა
დააბალანსეს – იგულისხმება ტექნოლოგიური კომპანიები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss