ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაერო საქართველოს covid მენეჯმენტით კმაყოფილია
30 სექტემბერი, 2020, 14:33
გაერო საქართველოს covid მენეჯმენტით კმაყოფილია

თბილისი (GBC) - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE-ს) მიერ მიმდინარე წლის მაისი-ივლისში ჩატარდა კვლევა და მომზადდა ანგარიში „კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე.“ კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მიერ პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველომ მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი.

კვლევაში ასევე დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ზომები კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად, ამასთან აღნიშნულია, რომ გაცილებით მაღალი შეიძლება ყოფილიყო მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების შემოსავლების შემცირება რომ არა მთავრობის მასშტაბური დახმარების ზომები.კვლევა ეფუძნება 330 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს გამოკითხვას. მათ შორის გამოკითხულ იქნა 226 გადამამუშავებელი წარმოება, 104 ფერმერი და ასევე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ექსპედიტორები.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეგიონული ორგანიზაციაა. მასში შედის 56 წევრი - სახელმწიფო. UNECE-ის მრავალმხრივი პლატფორმა ხელს უწყობს მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას და თანამშრომლობას მის წევრ ქვეყნებს შორის, ასევე მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას დიალოგის, საუკეთესო პრაქტიკის, აგრეთვე ეკონომიკური და ტექნიკური ექსპერტიზის გაცვლით და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ტექნიკური დახმარებით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები