ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი პრობლემაა კადრების დეფიციტი
30 სექტემბერი, 2020, 12:40
საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი პრობლემაა კადრების დეფიციტი

თბილისი (GBC) - „ჩვენ მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს, და ყოველთვის ვცდილობთ ხელისუფლების წინაშე ის საკითხები და პრობლემები დავაყენოთ, რომლებიც მეწარმეებს აწუხებთ“ - განაცხადა რადიო „ჩვენებურის“ პროგრამა „მომავალი თაობის ბიზნესის“ ეთერში საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ ნანა ცერცვაძემ.

გაერთიანება 2009 წელს შეიქმნა 9 ბიზნეს-კომპანიის ინიციატივით.

„ეს იყო პერიოდი, როდესაც ბიზნესს და სახელმწიფოს შორის თითქმის არავითარი კომუნიკაცია არ არსებობდა. ჩვენ ბიზნესს და მთავრობას შორის ერთგვარი ხიდის როლს ვასრულებთ.  დაარსების დღიდან ბიზნეს-ასოციაციის არსი იყო ის, რომ ეს არის მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ კომპანიას, ან თუნდაც რომელიმე კონკრეტულ დარგს“ - ამბობს ნანა ცერცვაძე.

ამჟამად გაერთიანებაში შედის 80 მსხვილი ჰოლდინგი, რაც ფაქტიურად 400 კომპანიას ნიშნავს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობაა ბიზნესის ინტერესების დაცვა, კონკრეტული პრობლემების დაყენება ხელისუფლების წინაშე, შესაბამისი კონსულტაციების გამართვა.

„ჩვენ ასევე კანონშემოქმედებით საქმიანობაშიც ვმონაწილეობთ - მაგალითად, მოგების გადასახადის რეფორმა, ე.წ. „ესტონური მოდელი“ ჩვენი ინიციატივა  იყო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც ძალიან მონდომებული იყო, წინაამღდეგ შემთხვევაში კანონს ვერავინ მიიღებდა. თუმცა, ჩვენ ამ საკითხზე ძალიან აქტიურად ვმუშაობდით   - 3 წლის მანძილზე ვსწავლობდით საკითხს, დავდიოდით ესტონეთში, ვატარებდით კვლევებს იმისთვის, რომ გვცოდნოდა ამ კანონს საქართველოში რა ეფექტი ექნება“ - თქვა ნანა ცერცვაძეც.

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით უსმენს ბიზნეს-ასოციაციის რჩევებს თუ რეკომენდაციების, რადგანაც გაერთიანებას ყოველთვის აქვს კონკრეტული შემოთავაზებები ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე.

„ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ და მივუთითებთ რა არის ცუდი, და რა უნდა შეიცვალოს, არამედ რეცეპტებიც გვაქს რა უნდა გაკეთდეს. პრობლემები საკმაოდ ბევრია - ბიუროკრატიული ბარიერები, ჭარბი რეგულაციები, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები“ - განაცხადა ნანა ცერცვაძემ.

მისი თქმით,  ბოლო პერიოდში არსებულ პრობლემებს ახალიც დაემატა - პანდემია.

„ჩვენ ვადგენთ ბიზნეს-განწყობების ინდექსს, და ბოლო თვეებში ვეკითხებით მეწარმეებს მათ საქმიანობაზე პანდემიის გავლენის თაობაზე. ციფრები დამაფიქრებელია - ვაჭრობაში მომუმავე კომპანიების 75%-მა განაცხადა რომ დაზარალდა პანდემიის გამო. ეს მაჩვენებელი ტურიზმში 70%-მა, სამშენებლო ინდუსტრიაში 60%, ხოლო მრეწველობაში - 25%“ - ამბობს ნანა ცერცვაძე.

ამ დროისთვის ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოში აქტიურად მუშაობენ - განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ბიზნესს ეხება.

„ბევრი ჩვენი რეკომენდაცია შესრულდა - მაგალითად. საგადასახადო შეღავათები. ჩვენ დღესაც ვმუშაობთ იმაზე., რომ ბიზნესმა შედარებით ნაკლები დანაკარგებით გაიაროს რთული პერიოდი. განსაკუთრებით ეს სასტუმრო ბიზნესს ეხება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ვირუსი არსად არ გამქრალა, ამიტომაც ბიზნესს ისევ დახმარება სჭირდება“   - მიიჩნევს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

სამომავლოდ ასოციაცია ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით საქმიანობას განაგრძობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-დავების საკითხები. დღეს ჩვენ ვმუშაობთ სპეციალური დავების საბჭოს შექმნაზე  - კერძოდ, საუბარია ორგანოზე, სადაც შესაძლებელი იქნება სამშენებელო კომპანიებს და სახელმწიფოს შორის ტენდერების საკითხებში უთანხმოებების განხილვა. მზგავსი სტრუქტურა უკვე არსებობს - დავების საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან, სადაც საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად იხილება საგადასახადო დავები“ - ამბობს ნანა ცერცვაძე.

ბიზნეს ასოციაცია ასევე გეგმავს კადრების საკითხზე აქტიურ მუშაობას.

„მეწარმეების თქმით, კვალიფიცირებული კადრების დეფიციტი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ხშირად კომპანიები იძულებულები არიან თავად მოამზადონ კადრები, თუმცა, ზოგჯერ მათ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა უწევთ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივა გვაქვს  - განათლების სამინისტროსთან ერთად პროფესიული განათლების საბჭო შეიქმნება. მასში ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ, და ეს საბჭო შეისწავლის ბაზარს, რის შემდეგაც პროფესიულ სასწავლებლებს გადაეცემა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს არ ასცდეს“ - განაცხადა ნანა ცერცვაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები