ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი: ქვეყნის ქულაც და სარეიტინგო პოზიციებიც გაუმჯობესდა ექვსივე ინდიკატორში
29 სექტემბერი, 2020, 17:31
მინისტრი: ქვეყნის ქულაც და სარეიტინგო პოზიციებიც გაუმჯობესდა ექვსივე ინდიკატორში

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა - მსოფლიო ბანკის კვლევა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს განვლილ გზას, რეფორმებსა და პროგრესს ასახავს


მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო  მმართველობის ინდიკატორები 2019“ შეფასებისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, ზედიზედ მე-3 წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.


„კორუფციის კონტროლის ინდიკატორში ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპაში საუკეთესო ოცეულში შედის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, აქ ლიდერები ვართ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„მნიშვნელოვანია, რომ „მსოფლიო  მმართველობის ინდიკატორები 2019“ ანგარიშის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით ქვეყნის ქულაც და სარეიტინგო პოზიციებიც გაუმჯობესდა ექვსივე ინდიკატორში. ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ  „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განიცადა“, -  განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები