| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გადახდისუუნარობის
საქმის წარმოებაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა სავალდებულო ხდება. პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების
წარმომადგენელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც მმართველის/რეაბილიტაციის
ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე ინიშნება.
პრაქტიკოსის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კონკრეტულ
საქმეებზე კი ავტომატურად, ელექტრონულად შეირჩევა.
სასამართლო უფლებამოსილია
განსაზღვროს ერთზე მეტი მმართველის დანიშვნის საჭიროება, თუ ეს გამომდინარეობს საქმის
სირთულიდან და მოვალის წლიური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აღემატება.
გადახდისუუნარობის
პრაქტიკოსი ვალდებულია მოვალისთვის, კრედიტორისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის
მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად კანონით დადგენილი წესით დააზღვიოს
თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა.
გადახდისუუნარობის
პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად/რეაბილიტაციის
ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის:
ა) ამ საქმეში
თვითონ არის მხარე ან მას აღნიშნული საქმის რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან
ვალდებულებები აკავშირებს;
ბ) ამ საქმის
მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) პირადად, პირდაპირ
ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის შედეგით ან არსებობს სხვა გარემოება,
რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss