ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი WB-რეიტინგის 41-ე საპატიო ადგილზე
29 სექტემბერი, 2020, 15:14
მინისტრი WB-რეიტინგის 41-ე საპატიო ადგილზე

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო  მმართველობის ინდიკატორები 2019“ შეფასებისას განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.

 

„ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. მთლიანობაში კვლევაში შეფასებულია 200-მდე ქვეყანა და მსოფლიოში 41-ე ადგილზე ვართ,  ევროპაში კი ოცეულში შევდივართ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, პირველი ადგილით უპირობო ლიდერები ვართ.  შედარებისთვის, 2012 წელს კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო  62-ე ადგილზე იყო და ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ  „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განიცადა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები