| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - კორონავირუსული რეცესიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალებულ აქციებზე ორშაბათის ვაჭრობებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა, რამაც სასესიო დღის დამაჯერებელი ზრდით დახურვა განაპირობა.
S&P500–ის სექტორებიდან, რომლებიც პრაქტიკულად ყველა გაიზარდა, ლიდერები აღმოჩნდნენ
ენერგეტიკული და საფინანსო სექტორებიყ
„დღეს ბაზარს ენერგეტიკული და საფინანსო სექტორები უძღვებიან,
თუმცა ბაზარი მაინც კარგადაა დაბალანსებული, – განაცხადა Inverness Counse–ის ექსპერტმა
თიმ გრისკიმ. – ამ რბოლაში ყველა სექტორია ჩართული“.
Apple Inc–ისა და Amazon.com–ის აქციებმა კვლავ მძლავრად
დაუჭირეს მხარი S&P 500–სა და Nasdaq–ს.
Dow Jones–ის ინდექსი 1,51%–იანი ზრდით დაიხურა 27 584,06
პუნქტამდე, S&P 500–მა 1,61% მოიმატა 3 351,6 პუნქტამდე, ხოლო
Nasdaq 1,87%–ით
გაიზარდა – 11 117,525 პუნქტამდე.
American Airlines–ის აქციები (Nasdaq:AAL) 3,8%–ით
გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ $5,5 მლრდ–იანი სახელმწიფო
კრედიტი მიიღო.
კიდევ უფრო მეტით, 6,4%–ით გაიზარდა Boeing-ის ფასიანი
ქაღალდები მას შემდეგ, რაც აშშ–ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ხელმძღვანელმა
სტივ დიკსონმა თქვა: უწყება ამ კვირაშივე გეგმავს 737 MAX–ის საცდელ აფრენას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss