| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესასოციაცია შემოსავლების სამსახურს აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის ფაქტებს უწონებს.აღნიშნული ხელს უწყობს როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და დისტრიბუციის სფეროში
ჯანსაღი და სამართლიანი გარემოს დანერგვას, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.
მიუხედავად პანდემიისა,
2020 წლის 8 თვეში, დიზელის საწვავის იმპორტის ზრდამ 15,2% შეადგინა.
არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ზოგადად შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა, იმპორტის
ზრდა მნიშვნელოვანწილად სწორედ ახალი რეგულაციების შემოღებისა და ფისკალური
დისციპლინის გამკაცრების შედეგია.
იმედი გვაქვს,
რომ ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში სრულად აღიკვეთება ქვეყანაში აღურიცხავი
და უხარისხო პროდუქტის მიმოქცევა, რაც ნებისმიერი ნორმალური და კეთილსინდისიერი ხელისუფლებისა
და ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ამოცანაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss