| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მილიონი პენსიონრის 1 მლრდ -მდე საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა დაბალრისკიან პორტელში, კვლავ ყველაზე დიდი წილით >60% ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატში ბანდდება, რასაც საპენსიო სააგენტოს უფროსი დაბალ რისკს და მაღალ საპროცენტო სარგებელს უკავშირებს.
გოგა მელიქიძემ "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, რომ ბენჩმარკ პორტფელი მინიმალური რისკით, მაქსიმალურ შესაძლო მომგებიანობაზეა გათვლილი, სტრატეგიით - დავამარცხოთ ინფლაცია გრძელვადიან პერსპექტივაში, მინიმუმ 3 წლით.
მისი თქნით, ამავე ნიშნით არის პრიორიტეტული >25% - სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციები და 15% - უცხოური აქციები. გლობალურ ფასიან ქაღალდებზე - აფსაიდ პოტენციალის დაჭერაზე გათვლა პოსტკოვიდ პერიოდისთვის კეთდება.
გოგა მელიქიძე საერთოდ გამორიცხავს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფლაციის ზრდამ ამონაგების ზრდას გადაუსწროს. აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 11.1% მომგებიანობაა, ინფლაციაზე უკვე 2.3 -ჯერ მეტი. კურსის ანალოგიურად, მოკლევადიანი გადაცდომებს სააგენტო არ უყურებს. გლობალურ ფასიან ქაღალდებზე, - აფსაიდ პოტენციალის დაჭერაზე გათვლა კეთდება პოსტკოვიდ პერიოდისთვის.
ინფლაციის ტემპის დაჩქარებისდაშვებით, საპასუხო საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვის შესაძლებლობაზე, წამყანის კითხვას მელიქიძემ უპასუხა, რომ მიზნობრივი ინფლაციის მატებას ბაზარი საპროცენტო განაკვეთებით წაიკითხავს. იმიტომაც არის პორტფელის 25% სახაზინო ქაღალდების წილი, რომ პროცენტები თავის თავში კითხულობენ ინფლაციას. ინფლაციასთან დადებითი სპრედი აქვთ და ყოველთვის აჯობებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში.
მისი თქმით, პასიური საინვესტიციო სტრატეგია მცირე გადახრას უშვებს, ლავირებას, მომგებიანობის გაზრდის მიზნით. თუმცა, რისკის ლიმიტების ფარგლებში. 3 წლიან ვადაში, საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენის საპასუხოდ, ბენჩმარკ პორტფელის გადახედვაც მოიაზრება. 3 წლის შემდეგ კი უკვე საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელის შემუშავების შესაძლებლობა გაჩნდება, რაც მეტი გასაქანის საშუალებას იძლევა. აქტივების სხვადასხვა კლასებში მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის წილობრივ, სავალო ფასიან ქაღალდებში. ინვესტირება სახელმწიფო კომპანიების ობლიგაციებშიც შესაძლებელია. გოგა მელიქიძემ აღნიშნა, რომ საინვესტიციო ინსტრუმენტებში შეზღუდვა არ არის, თუ საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნას აკმაყოფილებს - ქვეყნის შესაბამისი ან ერთი საფეხურით დაბალი. აღნიშნული ინსტრუმენტები საინვესტიციო ანალიზს ექვემდებარება. გაანალიზების შემდეგ კი დაბანდებას.
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა და 28 სექტემბერს წარადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss