| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი GBC) – საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ემიტენტებს
ჯერ კიდევ მოუწევთ ლოდინი. კორპორატიული ობლიგაციებით პენსიონრების დანაზოგებს ჯერ ვერ
მოიზიდავენ.
სპეციალიზებულ
დეპოზიტარი, რომელმაც ფასიანი ქაღალდების შენახვის გარდა, განთავსებებს მონიტორინგიც
უნდა გაუწიოს, ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებულა.
დეპოზიოტარს საპენსიო სააგენტო 3 წლით, ტენდერით ირჩევს
და მე-4 თვეა დასკვნით პროცედურას გადის. შერჩევის პროცესს სრულად უძღვება საინვესტიციო
საბჭო და მსოფლიო ბანკის კონსულტანტი. ტენდერში 2 ადგილობრივი ( საქართველოს ბანკი;
თიბისი ბანკი ) და 1 უცხოური კომპანია (სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარი) მონაწილეობდა
(ტენდერი 2020-ის 6 იანვარს გამოცხადდა). მაისში
BOGG-ის გამარჯვებაზე გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ჯერ დადასტურებულად არ გაცხადებულა.
საინვესტიციო რისკებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო
სამსახური და მთავარი რისკის ოფიცერი აფასებს
(რისკის კონტროლის სამსახური). დეპოზიტარმა კი საინვესტიციო პორტფელი უნდა ამონიტორინგოს
და სააგენტოს დავალებით ტრანზაქციების ანგარიშსწორება უზრუნველყოს.
ამ დროისთვის
საპენსიო თანხები სახელმწიფო ფასიან
ქაღალდებში და ბანკის დეპიოზიტებშია განთავსებული.
გრძელვადიან დეპოზიტებში დაბანდება რამდენიმე
თვის წინ გახდა შესაძლებელი, როცა სებ-მა წინა გაფართოებული დოკუმენტი დაამტკიცა.
საპროკერო კომპანიების ცნობით, ემიტენტები დაბანდებისთვის
მზად არიან. საპენსიო თანხები მხოლოდ კომპანიების რეიტინგიან ბონდებში ჩაიდება,
ქაღალდებში, რომელსაც სარეიტინგო კომპანიის მიერ აქვს რეიტინგ მინიჭებულში. მაგ: ემ კვადრატი, სილქნეტის... ასევე სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss