ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კახეთში 200 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა
28 სექტემბერი, 2020, 13:09
კახეთში 200 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა

თბილისი (GBC) - 28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 000 ტონ მიაღწია, რაც 20 000 ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. მათ შორის,   142 ათასი ტონა რქაწითელი,  48 ათასი ტონა საფერავი, 3,4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია
რთველი 2020“-ის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რეალიზებული ყურძნის ღირებულება 204 მლნ ლარს აღწევს. რთველის დაწყებიდან ყურძნის გადამუშავების პროცესში 165 ღვინის საწარმო იყო ჩართული
დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 8 ათასი ტონის ფარგლებშია. აქტიური რთველი ამ ეტაპზე საგარეჯოში გადაინაცვლებს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველის ინტენსივობა უკვე თანდათან მოიკლებს.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითრქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთანშესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები