| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ფიუჩერსული ანგარიშგებები ტრეიდერებისთვის სასარგებლო
ინსტრუმენტია, რომელიც მათ ბაზრის მსხვილი მოთამაშეების განწყობებს უჩვენებეს და უვსებს
საბაზრო ვითარების ხედვებს.
დღეისათვის ბაზარზე ბიტკოინი დამაჯერებლად
მიდის ზემოთ, გამაგრებულია რა $10 000–იანი ნიშნულის ზემოთ. ბაზარი $11 000–იანი ბარიერის
გადალახვას ელოდებს.
8–15 სექტემბრის კვირაში Asset
Manager–ზე არსებითად გაიზარდა გრძელი კონტრაქტები (+461 კონტრაქტი). შედეგად 717 ლონგ–კონტრაქტი
მივიღეთ და მხოლოდ 12 შორტ–პოზიცია.
15–22 სექტემბრის კვირაში ბაზარზე
ვითარება რადიკალურად შეიცვალა – წინა კვირაში გახსნილი კონტრაქტები დაიხურა. ამის
მიზეზად ექსპერტები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ბიტკოინმა ვერ შეძლო $11 000–იანი
ჭერის გარღვევა.
Asset Manager–ზე კვლავ 12 შორტ–კონტრაქტია.
ტრეიდერები არ ჩქარობენ მოკლე პოზიციების გახსნას, ვინაიდან გლობალურად ბიტკოინი კვლავ
აღმავალ ტრენდზეა, რომლის წინააღმდეგ წასვლაც სარისკო ჩანაფიქრი იქნება.
ისიც დასაშვებია, რომ თუ ბიტკოინი
ქვედა საყრდენს, $10 000–იან ფსკერს ჩასცდება და $9 200–$9 700 დიაპაზონში იტრიალებს
3–4 დღის განმავლობაში, ეს შემდგომი ვარდნის მიმანიშნებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში
ტრეიდერები მასობრივად დაიწყებენ შორტ–კონტრაქტების გახსნას, რაც ფასის შემდგომ ვარდტას
მისცემს ბიძგს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss