| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ნავთობზე მოთხოვნის ზრდის გაურკვეველი პერსპექტივისა
და ლიბიაში „შავი ოქროს“ მოპოვების გაზრდის შესახებ სიგნალების ფონზე, ეტალონურმა მარკებმა
კვირის პირველი სავაჭრო სესია ვარდნით დაიწყეს.
ლიბიამ ნავთობის მოპოვების მოცულობა
თითქმის სამჯერ, დღე–ღამეში 250 000 ბარელამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც რიგ საბადოებზე
სანქციები მოიხსნა.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყაროების თქმით, ადგილობრივ
პორტებში ტანკერები იყრიან თავს, რომლებიც ნავთობით იტვირთებიან საცავებიდან, რაც სარეზერვუარო
სივრცეებს ათავისუფლებს, ნავთობმოპოვების შემდგომი ზრდის დასაკმაყოფილებლად.
„ნავთობის ბაზრის სტრუქტურა ამ მომენტში
„დათვების“ ტრენდზე მიანიშნებს“, – აღნიშნავს Oversea-Chinese Banking Corp.–ის ეკონომისტი
სინგაპურში ჰოუი ლი.
დიდი ქვეყნები ტურიზმის შესაძლო დაბრუნების შეზღუდვას
გეგმავენ, რაც ნავთობის გაიაფების მთავარი კატალიზატორია, აღნიშნავს ლი.
Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით
09:10 საათისთვის 0,67%–ით არის გაიაფებული და ბარელზე $41,64–ს შეადგენს.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ნოემბერში
მიწოდების პირობით, 0,8%–ით არის შემცირებული და ბარელი $39,93 ნიშნულზე ივაჭრება.
გასულ სასესიო კვირაში Brent 2,9%–ით, ხოლო
WTI 2,6%–ით გაიაფდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss