ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული კენკრა აშშ-ს ბაზარზე გადის
25 სექტემბერი, 2020, 12:10
ქართული კენკრა აშშ-ს ბაზარზე გადის

თბილისი (GBC) - გაყინული კენკრას, ხილის, და ბოსტნეულის  ქართული მწარმოებელი GlenBerries ამერიკულ ბაზარზე გადის -  კომპანიამ 1 080 ტონა ქაშერული გაყინული ბოსტნეულის სალათის 6 თვიანმიწოდებაზე შეკვეთა მიიღო  - იუწყება საიტი east. fruit. com.

კომპანიის დირექტორის რაფაილ მაღალაშვილის თქმით, აშშ-ში მილიონობით ებრაელი ცხოვრობს, და ამერიკელი პარტნიორებიც ებრაელები არიან.

„ადრე ისინი ჩინეთთან თანამშრომლოდნენ, თუმცა, დღეს პარტნიორებს სხვა ქვეყნებში ეძებენ, და ეს შანსია საქართველოსთვის. ზოგადად შტატებში გაყინულ ხილ-ბოსტნეულზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა, როგოც ქაშერულზე, ასევე ჩვეულებრივზეც“  - განაცხადა მან.

GlenBerries ძირითადად საკუთარ პროდუქციას ამუშავებს, რომელიც ქარელის რაონში, 13.7 ჰექტარის ფერმაზე მოჰყავს. ამერიკულ ბაზარზე დამკვვიდრებისთვის კომპანია კიდევ 25 ჰექტარის შეძენას გეგმავს.

კომპანიის შექმნაზე 4 მლნ. დოლარის ინვესტიციები დაიხარჯა, თუმცა, GlenBerries განვითარებას აგრძელებს - კერძოდ თბილისში გაყინული ნიორის და ხახვის მწარმოებელი ქარხაა შემდება. მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამ ქარხანაში ასევე დაიწყება კარტოფილის ჩიფსების წარმოება.

ასევე კომპანიას აქვს 60 მლნ. დოლარის ღირებულებიოს პროექტი, რომელიც სხვადასხვა ხილის და ბოსტნეული მოსაყვანად 300 ჰექტარის ფერმის შექმნას გულისხმობს.

„ჩვენი პარტნიორები და ინვესტორები მზად არიან ფულის ჩასადებად, თუმცა, პროექტს ის აფერხებს, რომ შესაფერისი მიწის ნაკვეთი ვერ მოვიძიეთ. მივმართეთ შესაბამისი თხოვნით მთავრობას, თუმცა, უშედეგოდ  - სახელმწიფო ჩვენ ხელს არ გვიშლის, მაგრამ არც გვეხმარება“ - განაცხადა რაფაილ მაღალაშვილმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები