ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში OGP სამიტის მონაწილეებს მიმართავს
24 სექტემბერი, 2020, 11:57

თბილისი (GBC)  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, 2020 წლის 24 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

სამიტში სხვადასხვა ქვეყნის ის ლიდერები მონაწილეობენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.

ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

სამიტი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები