ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თხილის მოსავალი რეკოდრულად იზრდება
24 სექტემბერი, 2020, 11:34
თხილის მოსავალი რეკოდრულად იზრდება

თბილისი (GBC) - თხილის ექსპორტი 20/09/2020 -ის მდგომარებით,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58% გაზრდილია, - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 3 430 ტ დან  გერმანიაში -1 097 ტონა, იტალიაში  - 637 ტ, ჩეხეთში -220 ტ, ესპანეთში -127, პოლონეთში -126, ლიტვაში - 101, საფრანგეთში -81, საბერძნეთში -35, ავტრიაში -22, ესტონეთში -22, ლატვიაში - 21 ტონაა გატანილი.

ძირითადი საექსპორტო ბაზრის გარდა  ექსპორტირებულია  სომხეთში (230 ტ),  რუსეთში (160 ტ), უკრაინაში (84ტ), ბელარუსიაში (81ტ), ბრაზილიაში  (74 ტ), მექსიკაში  (39 ტ), ბრიტანეთში (22 ტ).

2020 წლის საპროგნოზო მოსავალი  50 000 ტონას მიაღწევს. ეს ბოლო  წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  - კერძოდ, 2006  წლიდან მოსავალი  15-დან 34 ათას (2017 წ.) ტონამდე მერყეობდა.

2019 წელს, ფაროსანას პრობლემის მეტნაკლებად მოგვარების შედეგად, თხილის მოსავალმა 45 000 ტონა შეადგინა.

თხილის ექსპორტიორთა კავშირის თავჯომარის ლევან ქარდავას თქმით, უახლოეს 5 წელიწადში თხილის ექსპორტის გაზრდა წელიწადში 80-100 ათას ტონამდე სრულიად რეალური პერსპექტივაა.

 ამ დროისთვის საქართველოში თხილის პლანტაციების მთლიანი ფართი დაახლოებით 12 000 ჰექტარია, ხოლო ქვეყნის მთლიანი წილი მსოფლიოში თხილის წარმოებაში 4%-ს შეადგენს.

გლობალურ ბაზარზე უპირობო ლიდერია თურქეთი - საშუალოდ 300 000 ტონა. თურქეთზე თხილის წარმოების 71% მოდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები