| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სამშენებლო ბაზრის შედარებითი გამოცოცხლების და ეკონომიკის გახსნის მიუხედავად, ხელფასები სამშენებლო
სექტორში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით შემცირდა.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა დარგობრივ ჭრილში. სააგნარიშო პერიოდში ხელფასების 14% კლებაა საფინანსო სექტორში თუმცა, ამის
მიუხედავად, ეს დარგი მაინც ლიდერობს, შემცირების შემდეგაც საშუალო ხელფასი 2 040 ლარია (საშემოსავლოს გადახდამდე).
საქსტატის მონაცემებით, 4 მოწინავე დარგს შორის, ყველაზე დაბალი ანაზღაურება მშენებლობაშია - თვეში საშუალოდ 1 620 ლარი. უფრო მაღალია პროფესიულ, ტექნიკურ, და სამედიცინო საქმიანობაში - ₾1 786, და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში - ₾1 932.
ამასთან, მშენებლობაში არა მხოლოდ ხელფასები, დასაქმებაც მცირდება - Q2/2020 - ში სექტორში დასაქმებული იყო 55 924 ადამიანი (Q1/2020 - 59 000), რაც 6 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია .
2014
წელს სამშენებლო სექტორში მუშაობდა 69 000 ადამიანი ( 2015 - 71 000, 2016-ში -
75 000, 2017-ში - 76 000, 2018-ში - 74 000.
დასაქმების სწრადი კლება 2019
წლის პირველი კვარტლიდან, საკრედიტო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღინიშნა - Q1/2019 - 60 000,
თუმცა ამას მალევე მოჰყვა აღდგენა - Q2/2019 - 69 000 (Q3/2019-
72 000, Q4/2019 - 72 600).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss