ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სწავლა აღარ გადაიდება
22 სექტემბერი, 2020, 15:56
სწავლა აღარ გადაიდება

თბილისი (GBC)- „ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის გადადების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, და შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილების მიღების საკითხი არ განიხილება“   - განაცხადა ჯანდაცვის მინისრტის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომის შემდეგ.

მისი თქმით,  ამ დროისთვის ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, მეტიც, ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა და მატი გამკაცრებაც არ იგეგმება.

„შედგენილი პროტოკოლები სავსებით საკმარისია დღეს შექმნილი ვითარებისთვის, და ისინი გადაიხედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება“  - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, სადღეისოდ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადაა ყველა შესაძლო ვარიანტისთვის.

„მთლიანობაში ჯანდაცვის სისტემაში მობილიზებულია 3200-მდე საწოლი, მათ შორის 500-მდე თავისუფალია, შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში ყველა პაციენტისთვის საკმარისი ადგილებია. ჩვენ ასევე მსუბუქად ავადმყოფებს საკარანტინი სასტუმროებში გაგზავნით, თუმცა, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ადგილები არაა - უბრალოდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას გვაძლევს“  - განაცხადა 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები