ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
აშშ-ს საფონდო ბაზარი ახალი ლოქდაუნის მოლოდინშია
22 სექტემბერი, 2020, 12:55
აშშ-ს საფონდო ბაზარი ახალი ლოქდაუნის მოლოდინშია

თბილისი (GBC) - ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა ორშაბათის, 21 სექტემბრის ვაჭრობა წითელ ზონაში დახურეს. ამის მიზეზად ანალიტიკოსები ევროპაში კორონავირუსის გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებსა და კონგრესის მიერ ახალი სტიმულების დამტკიცების გადადებას ასახელებენ. მათი აზრით, ეს ორი გარემოება აშშ–ის ეკონომიკის აღდგენას უქმნის საფრთხეს.


აშშ–ის უზენაესი სასამართლოს წევრის რუტ ბაიდერ გინზბურგის გარდაცვალება ამცირებს საბიუჯეტო სტიმულირების დამატებითი ღონისძიებების  გატარების შანსს, რამაც ამერიკის ეკონომიკის მძიმე რეცესიიდან გამოყვანა უნდა უზრუნველყოს. ამის მოლოდინი 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნამდვილად არ არსებობს.


აქციებზე ძირითადი გავლენა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოახდინეს, ამბობს Ameriprise-ს სტრატეგი დევიდ ჯოი.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაზარალდა, ყველაზე მეტი ზიანი ეკონომიკურად დაუცველმა ჯგუფებმა განიცადეს, – ამბობს ჯოი. – როგორც ჩანს, ვაშინგტონი ჯერ ვერ მიუახლოვდა შესაძლო სტიმულირების ღონისძიებების მეოთხე პაკეტს“.

Dow Jones-ის ინდექსმა 1,84%–ით დაიწია 27 147,7 პუნქტამდე. S&P 500-მა 1,16% დაკარგა 3.281,06 პუნქტამდე, ხოლო Nasdaq IXIC–მა მხოლოდ 0,13% იზარალა 10.778,798 პუნქტამდე.

ავიაკომპანიების, სასტუმროებისა და საკრუიზე ოპერატორების აქციების ფასი მათი ევროპელი კოლეგების კვალდაკვალ დავარდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ პანდემიის გამო ახალი საყოველთაო ლოკდაუნის გამოცხადება არ გამორიცხა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები