ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო ასოციაციის განცხადება
21 სექტემბერი, 2020, 22:06
საბანკო ასოციაციის განცხადება

თბილისი (GBC) - გვსურს გამოვეხმაუროთ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საბანკო სფეროს საქმიანობას მკაცრი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც არეგულირებს ბანკების მხრიდან ყველა ქმედებას, მათ შორის, ტრანზაქციების განხორციელებასაც.  საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ყველა ბანკი აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას  ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აწვდის. მონიტორიგი და ანგარიშგება ხორციელდება ხსენებული კანონმდებლობისა და რეგულაციებით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით.

ICIJ-ის ანგარიშში, რომელშიც გამოყენებულია ბანკების მიერ მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საუბარია 2007 - 2016 წლებში  განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომელთა მთლიანი მოცულობიდან საქართველოზე 0.08 პროცენტი მოდის.  

საყურადღებოა, რომ ICIJ-ის ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ეს გადარიცხვები შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევის გარეშე ვერ ჩაითვლება დარღვევად. კლიენტის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ბანკები ვერ გაასაჯაროვებენ აღნიშნული ტრანზაქციების დეტალებს.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასოციაციის წევრი  ბანკები მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად და მზად არიან თანამშრომლობისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები