ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობი წინა კვირის მონაპოვარს კარგავს
21 სექტემბერი, 2020, 10:25
ნავთობი  წინა კვირის მონაპოვარს კარგავს

თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე ორშაბათს წითელ ზონაში გადავიდა, გასული კვირის მკვეთრი ზრდის შემდეგ. 14–18 სექტემბრის კვირაში ნავთობის გაძვირებას ანალიტიკოსები OPEC+ ფორმატის წევრი ქვეყნების მიერ ნავთობმოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას უკავშირებდნენ.

ბაზრები მსოფლიოში COVID-19–ის გავრცელებასაც ადევნებენ თვალს, ვინაიდან ნავთობზე მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პანდემიის გავლენებზე გლობალურ ეკონომიკაზე, მიიჩნევენ დარგის ექსპერტები.

Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე 0,06%–ით გაიაფდა და $43,09 ღირს. წინა სავაჭრო სესია ამ მარკის ნავთობმა $43,15 ნიშნულზე დახურა.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 0,07%–ითაა შემცირებული და ბარელი $41,04 ღირს.

გასულ კვირაში Brent 8,3%–ით, ხოლო WTI 10,1%–ით გაძვირდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები