ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გოცირიძე გვენეტაძეს ინტერვენციას 3 დღით დაასწრებდა
18 სექტემბერი, 2020, 19:39
გოცირიძე გვენეტაძეს ინტერვენციას 3 დღით დაასწრებდა

თბილისი (GBC) - სებ-ის ექსპრეზიდენტი რომან გოცირიძე კობა გვენეტაძე რომ ყოფილიყო, ისიც მიმართავდა ინტერვენციებს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთავი 2 -ზე განაცხადა, რომ უპასუხისმგებლო მთავრობის პირობებში ინტერვენციას ალტერნატივა არ აქვს.

დეპუტატი ლარის დევალვაციას ფისკალური ხარჯების ზრდას უკავშირებს, - "ახლა გაახსენდათ საკომპენსაციო 900 000 მოზარდი, თვითდასაქმებული და შემწეობის მიმღები სხვა კატეგორიის მოქალაქეები". (ისე, გოცირიძე მასობრივ ფულად კომპენსაციების საჭიროებაზე, დონორების თანხის პირველივე ჩამორიცხვიდან აცხადებდა) მისი თქმით, კურსზე წნეხი ფულის ერთიანად მიყრამ განაპირობა.

მას სებ-ის მენეჯმენტის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეუტანია, თუმცა მიაჩნია, რომ ლართან ერთად სებ-ის მენეჯერების პროფესიონალიზმიც დევალვირდა, ავტონომიის დაკარგვით.

მისივე თქმით მარტიდან განხორციელებული $400 მლნ ინტერვენციის გარეშე, ლარი, უკვე წონასწორობის ყველა დასაშვები ჩარჩოდან გასული იქნებოდა და ბიზნესი აღარც იარსებებდა.

გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის ოროსნობაზეც აღნიშნა, რომელიც მისი ხუთოსანი სტუდენტი იყო. მინისტრმა ლარის გაუფასურებაზე პასუხი არ განავრცო, როგორც აღნიშნა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ლექტორი იყო.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები