ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პირველად საქართველოში – ბლუმბერგის BMatch პლატფორმა ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის
18 სექტემბერი, 2020, 13:51
პირველად საქართველოში – ბლუმბერგის BMatch პლატფორმა ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის

თბილისი (GBC) - დღეიდან, ბაზისბანკის მომხმარებლები, პირველები საქართველოში ბლუმბერგის  BMatch პლატფორმით ისარგებლებენ.

ბაზისბანკის ინტერნეტბანკით, შესაძლებელია, მარტივად საკონვერტაციო განაცხადის პირდაპირ სავალუტო ბაზარზე მიწოდება. მომხმარებელმა კონვერტაციის ოპერაციის განსათავსებლად უნდა მიუთითოს, რომელ ვალუტას ყიდის, რომელს ყიდულობს და რა კურსით სურს კონვერტაცია, რის შემდეგაც განაცხადი ხვდება ბაზისბანკის ბლუმბერგ პლატფორმაზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი კონვერტირებული თანხა ჯდება მომხმარებლის ანგარიშზე

BMatch პლატფორმაზე გარიგებები დგება მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა კი, 100 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი კონვერტაციები მომხმარებლებისთვის იქნება ფინანსურად მაქსიმალურად მომგებიანი, ძალიან კომფორტული და მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროს.

სერვისის აქტივაცია უფასოა. ასევე, პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები განაცხადის განთავსებას ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, ელექტრონული ვაჭრობის სისტემა, ბლუმბერგის ახალი BMatch სავალუტო პლატფორმაეროვნული ბანკის ინიციატივით დაინერგა. ბაზისბანკი პირველია საქართველოში არსებულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, ვინც პლატფორმა ხელმისაწვდომი გახადა მომხმარებლებისათვის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები