| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის ბოლოს და 2021 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით, მარშრუტით რუსეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი თვირთების ნაკადი გაიზრდება - იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო ტრენდი.
გადაზიდვების ოპერატორი აზერბაიჯანული კომპანია ADY
Express იქნება.
ამ დროისთვის რუსეთიდან თურქეთში ამ გზით ფოლადის ტრანსპორტირება ხდება - ეს ძირითადად მაგნიტოგორსკის მეტალურგიული ქარხნის პროდუქცია. უახელოეს პერიოდში კი ხე-ტყის მასალების, მარცვლეულის და ნახშირის ტრანზიტი დაიქყება.
„ტვირთის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე 15-17 დღე სჭირდება. რუსულ მხარესთან ჩვენ 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ“ - განაცხასდეს სატრანპორტო კომპანიაში.
ADY Express არის აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია სარკინიგზო გადაზიდვეში, და ის მიზნად აზიას და ევროპას შორის ტრანსკავკასიური დერეგფნით ტვირთბრუნვის ზრდას ისახავს.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბაქოში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. მაგისტრალი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა.
სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძეა 826 კილომეტრია, პროექტის ღირებულებამ 1,
5 მლრდ. აშშ დოლარი.
2019 წლის მანძილზე ბაქო -ყარსით 108 646 ტონა ტვირთი, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე პირველი ეტაპისთვის დაგეგმილი 6,5 მლნ. ტონა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss