ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
დასავლურმა ინდექსებმა ვარდნის ინერციის შეჩერება ვერ შეძლეს
18 სექტემბერი, 2020, 11:20
დასავლურმა ინდექსებმა ვარდნის ინერციის შეჩერება ვერ შეძლეს

თბილისი (GBC) - ევროპის სავაჭრო პრატფორმებზე ინდექსების 4–დღიანი „ფასდაკლება“ ხუთშაბათსაც გაგრძელდა. საერთოევროპული საფონდო ინდექსი STOXX 6000,5%–იანი დაწევით დაიხურა, ბრიტანულმა FTSE 100 ასევე 0,5% დაკარგა, გერმანული DAX-იც მინუსში დაიხურა –0,4%, ხოლო ფრანგულმა CAC-მა ყველაზე მეტი – 0,7% დაკარგა.

ბაზარს ვერც ინგლისის ბანკის ახალი გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაეხმარა, რომლის თანახმად რეგულატორი ყურადღებით განიხილავს განაკვეთების ნულს ქვემოთ ჩამოწევის საკითხს.

მცირე პაუზის შემდეგ ამერიკულ საფონდო ბაზარი კვლავ წითელ ზონაში გადავიდა. Nasdaq-მა 1,27%–ით დაიხია უკან, 10910,6 პუნქტამდე, Dow-მ 0,47% დაკარგა 27902–მდე, S&P500 0,84%–ით შემცირდა და 3357 შეადგინა.

ტექნოლოგიური სექტორის გაიაფება ინდექსების ვარდნის ძირითადი მამოძრავებელია. Facebook და Amazon, შესაბამისად, 3,3%–ით და 2,3%–ით დაეშვნენ ფასში. Netflix-მა სესია 2,8%–იანი კლებით დახურა. Alphabet-მა 1,7%–ით დაიკლო, ხოლო Apple–მა და Microsoft–მა თითო პროცენტი დაკარგეს.

Ford-ის აქციებმა 3,7%–იანი ზრდის დემონსტრირება მოახდინა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ახალ ავტოქარხანას აშენებს, სადაც პოპულარული პიკაპების F-150 ელექტრულ ვერსიას გამოუშვებს. ქარხნის მშენებლობაში $700 მლნ ჩაიდება, ხოლო უშუალოდ წარმოება ფოკუსირებული იქნება ელექტროძრავებისა და ელექტრობატარეებზე.

პარასკევს, 18 სექტემბერს ფედრეზერვის სარეზერვო ბანკების რამდენიმე ხელმძღვანელის საჯარო გამოსვლა იგეგმება აშშ–ში. სენტ–ლუისის სარეზერვო ბანკის მმართველი ჯეიმს ბულარდი ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენაზე ისაუბრებს, ხოლო ატლანტის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი რაფაელ ბოლსტიკი კონფერენციაზე თავის მოხსენებაში რასობრივ თანასწორობასა და ფინანსებს შეეხება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები