| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC} - პარასკევს დილით ნავთობის ფასები იზრდება, რასაც ბაზრის
ანალიტიკოსები OPEC+
ფორმატში შეხვედრის შემდეგ „შავ ოქროზე“ მოთხოვნის გაზრდის
იმედებს უკავშირებენ.
თბილისის დროით 10:00 საათისთვის
Brent–ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის
ბირჟაზე 0,58%–ით გაიზარდა და ბარელზე $43,55 შეადგინა. ამერიკული WTI-ს ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, 0,54%–ით არის
გაზრდილი – 41,19–მდე ბარელზე.
ინვესტორები ოპტიმისტურად რეაგირებენ
OPEC+
ფორმატში გამართული შეხვედრიდან გამოსულ ცნობებზე, ხედავენ რა,
რომ „შავ ოქროზე“ მსოფლიოში მოთხოვნა იზრდება. ინვესტორებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება,
რომ OPEC+ ალიანსის
შეთანხმების პეორე ფაზის პირველ თვეში ყველა მონაწილე ქვეყანამ პირნათლად შეასრულა
ნავთობმოპოვების შემცირების პირობა. გარიგებაში მონაწილე ქვეყნებმა ჯამში 101%–ით შეასრულეს
ვალდებულებები, მათ შორის რუსეთმა 98%–ით. თუ გავითვალისწინებთ მექსიკასაც, რომელიც
რჩება ალიანსში, მაგრამ ნედლეულის მოპოვების შემცირებაზე უარს ამბობს, მსოფლიოში ნავთობმოპოვების
შემცირების საერთო მაჩვენებელმა 102% შეადგინა იმის გამო, რომ ქვეყანაში ნავთობმოპოვება
ისედაც თანდათან მცირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss