ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტემპი ნარჩუნდება - მინისტრი
16 სექტემბერი, 2020, 20:15
ტემპი ნარჩუნდება - მინისტრი
თბილისი (GBC) - ფისკალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, რომელიც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ, რათა 2021 წლისთვის ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს - ივანე მაჭავარიანი
ფისკალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი, რომელიც გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ, რათა 2021 წლისთვის ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე, რომელზეც მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
როგორც მან აღნიშნა, 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება და ამ პროგნოზს იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შუალედური შეხვედრა. ჩვენ შევჯერდით მიმდინარე წლის ეკონომიკის საბოლოო მაჩვენებელზე. მათი მოლოდინია, რომ წელს, ეკონომიკა შემცირდება -5%-ით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ ზრდა იქნება 5%-იანი. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები, პრაქტიკულად, ყველა სექტორში ჩანს - ტურიზმის გარდა, სამწუხაროდ. ჩვენ ვხედავთ, რომ მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ასევე, სხვა სექტორებში, დინამიკა პრაქტიკულად, ძველ ნიშნულს უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2021 წლისთვის, უნდა გავაგრძელოთ ფისკალური სტიმულირების პროცესი, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს რასაკვირველია, გულისხმობს იმას, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ 2023 წელს, უნდა დავუბრუნდეთ ძველ, 3%-ზე ქვემოთ ნიშნულს, რაც იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივი მაჩვენებელი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები