ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგროგამოფენა BOGG -ის მხარდაჭერი გაიმართა
17 სექტემბერი, 2020, 19:08
აგროგამოფენა BOGG -ის მხარდაჭერი გაიმართა
თბილისი (GBC) - მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მონაწილეებს, მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. საქართველო გამორჩეულია კულინარიული ტრადიციებით და გასტრონომიით, რაც დღეს, მსოფლიოში, ტურიზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებული უპირატესობა გააჩნია და ჩვენი მიზანია ქართული გასტრონომიული სიმდიდრე მსოფლიოს გავაცნოთ.ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ლევან დავითაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ფერმერული მეურნეობა გახსნეს

ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოტურიზმის განვითარებაა, რადგან საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეკოტურიზმი ქართული ბუნების მრავალფეროვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა.

მოხარული ვარ, რომ საქართველო მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებას მასპინძლობს, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდა-განვითარებას და კეთილდღეობას სოფლად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო გამოფენა, საქართველოს ბანკის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები