ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მაგთის მესაკუთრეებს წილების გადანაწილება სურთ - კომისია უარზეა
17 სექტემბერი, 2020, 18:00
მაგთის მესაკუთრეებს წილების გადანაწილება სურთ - კომისია უარზეა
თბილისი (GBC) - კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებაზე წინასწარი თანხმობის შესახებ განცხადება განუხილველად დატოვა. მაგთიმ მარეგულირებელს მესაკუთრის ცვლილების მოთხოვნით ზაფხულში მიმართა, თუმცა სათანადო დოკუმენტების არარსებობის გამო კომისიას განცხადება არ განუხილავს.

შპს „მაგთიკომის“ წილის პირდაპირი მფლობელი იურიდიული პირები არიან „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ - 51 % და შპს „ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” - 49 % . შპს „ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” -ს 100%-ს წილის მფლობელია შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი“ რომლის საბოლოო ბენეფიციარები, შპს არიან შემდეგი ფიზიკური პირები :

გიორგი ჯოხთაბერიძე - 54%,
ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%,
ბენჟამინ ალბერტ მანზონი 4.34%,
იგორ ალექსეევი - 2.17%,
ირაკლი ოთარ რუხაძე, ნატალია რუხაძე - 9.3%,
ნათელა სახოკია - 9.3%,
ვლადისლავ ალექსეევი - 3.72%,
ვიქტორია კორჟილოვა - 2.17%.

ავად მაგთის კი მეწილეებს შორის შემდეგი ცვლილების განხორციელება სურს:

1. STG (BVI) Holding Limited (BVI - 2018269) ღებულობს Park Street Capital Partnership L. P. [ BVl]-სგან 100% წილს რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს "Sector Telecom Georgia" LLC (Delaware - 6401133) - ის წილის 67.39%-ს.

2. "Sector Telecom Georgia" LLC (Delaware - 6401133) - ის წილის 27.39%-ს STG (BVI) Holding Limited (BVI - 2018269) ნასყიდობის საფუძველზე გადასცემს ლორდ ედვარდ სპენსერ ჩერჩილს (Monaco - 504709756). შედეგად "Sector Telecom Georgia" LLC (Delaware) წილები გადანაწილდება შემდეგნაირად: ლორდ ედვარდ სპენსერ ჩერჩილი (Monaco) - 60%; STG (BVI) Holding Limited (BVI) - 40%;

3. შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ (Delaware - 3915889, რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს შპს „მაგთიკომის“ წილის 51%-ს) წილის 21%-ს "ITC Cellular LLC" (Delaware - 2564683, რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ 46%-ს) ნასყიდობის საფუძველზე გადასცემს გიორგი ჯოხთაბერიძეს (რომელიც დღეის მდგომარეობით ფლობს შპს “ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის” 54 %-ს ) შედეგად შპს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ წილების გადანაწილდება შემდეგნაირად: გიორგი ჯოხთაბერიძე - 75%, "ITC Cellular, LLC "- 25%.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები