ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
იმუშავე საქართველოში“ ეფექტი მოკლევადიანია -TBC
17 სექტემბერი, 2020, 13:35
იმუშავე საქართველოში“ ეფექტი მოკლევადიანია -TBC

თბილისი (GBC) - დისტანციურად სამუშაოდ უცხოელების 1 წლით მოპატიჟებაზე, სამთავრობო პროგრამას „იმუშავე საქართველოში, TBC-capital-ი აფასებს. საინვესტიციო ბანკირები მიიჩნევენ, რომ პროგრამას შეზღუდული და მოკლევადიანი ეფექტი ექნება.

საქართველოს, როგორც ქვეყანას, უცხოელი ფრილანსერების მოსაზიდად რამდენიმე უპირატესობაც, და ნაკლიც აქვს.

უპირატესობებს შორისაა უსაფრთხოება - საქართველო ამ მხრივ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს. დადებითია ასევე ისეთი ფაქტორი, როგორც უცხოელებისთვის ცხოვრების ღირებულება - ამ პარამეტრში საქართველო 26-ე ადგილზეა მსოფლიოში.

საქართველო ასევე მომგებიანია უძრავი ქონების ქირის ფასით, - ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში მე-20 ადგილზეა.

ნაკლოვანებებს შორისაა ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე - 104-ე ადგილი, და ასევე მობილური ინტერნეტის სიჩქარე - 79-ე ადგილი.

საქართველო არაა ერთად-ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დისტანციური მუშაობის მსურველებს ეპატიჟება. ამ მხრივ განსაკუთრებით წყნარი ოკეანეს კუნძულოვანი ქვეყნები აქტიურობენ, რომელთა ეკონომიკა მთლიანად ტურიზმზეა დამოკიდებული -  ბერმუდები, სეიშელები, ბარბადოსი, მალდივები ...

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები