ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კონკურენციის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის ვადამ გადაიწია
16 სექტემბერი, 2020, 18:28
კონკურენციის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის ვადამ გადაიწია
თბილისი (GBC) - პარლამენტმა კონკურენციის შესაახებ კანონი მე-3 მოსმენით განიხილა და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, გადაიწია სააგენტოში საამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების ვადამ.

„ ერთ წელზე მეტი დავუთმეთ კონსულტაციებს და შეხვედრებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს სუბიექტი - რომელსაც ეს კანონი შეეხება, როგორც კერძო, ასევე საჯარაო სექტორში - რომლებთანაც არ იყოს კონსესუსი მიღწეული. საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას.

აქვე მინდა ერთი განცხადებაც დავამატო: გარდა იმისა, რომ საგრძნობლად დაიხვეწა სააგენტოს ფუნქციები აღსრულების ნაწილში, მეტი გამჭვირვალობისთვის გვსურდა, გაგვემიჯნა ერთმანეთისაგან მოკვლევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამეთვალყურეო საბჭოს მეშვეობით. კანონპროექტზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, მაშინ არც კოვიდის თემა იყო და არც ის გამოწვევები, რომელიც ახლა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გუნდშიც გვაქვს კონსესუსი ამ საკითხზე, მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, განვიხილოთ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის ვადის გადავადების საკითხი, რადგან ეს არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. კონკურენციის სააგენტო, რომელიც აღჭურვილია სათანადო ფუნქციებით, ისედაც შეძლებს მაღალ ხარისხში განახორციელოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა რომან კაკულიამ დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, პარლამენტი შეძლებს დაჩქარებული წესით განიხილოს სამეთვალყურეო საბჭოს ამოქმედების ვადის დაკორექტირების საკითხი, გონივრული ვადით.

„2021 წელი ჩვენი ქვეყნისთვის კოვიდთან ბრძოლის წელი იქნება და მაქსიმალურად უნდა დავზოგოთ ყველა ხარჯი. კონსულტაციების შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ გონივრულ ვადაზე. ეს სამეთვალყურეო საბჭო უნდა შეიქმნას იმ ფუნქციებით და რესურსებით, რომლითაც შეძლებს ღირსეულად განახორციელოს თავისი საქმიანობა. ამიტომ, ახლა ყველაზე სწორი იქნება, გონივრული ვადით გადავწიოთ საბჭოს ამოქმედების ვადა. ვფიქრობ, შესაბამისი ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი“. - ამბობს კაკულია.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები