ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
UNWTO-ზე თბილისის დეკლარაციას მიიღებენ
16 სექტემბერი, 2020, 14:45
UNWTO-ზე თბილისის დეკლარაციას მიიღებენ
თბილისი (GBC) - "დღის ბოლომდე ჩამოვაყალიბებთ „თბილისის დეკლარაციას,“ რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში. სექტორი ჯერ კიდევ კრიზისშია და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ გამოწვევებს და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სექტორში“ - ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ შეინარჩუნონ ბალანსი, რომ შესაძლებელი იყოს მოგზაურობაც და უსაფრთხოების პირობების დაცვაც. „UNWTO-ს საბჭოს სხდომის თბილისში გამართვა არის მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნაა ტურისტების მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ არამარტო საქართველოს, ყველა ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, გარკვეული ახალი წესებით გააგრძელოს ცხოვრება ტურიზმის განვითარების მიმართულებით“ - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები