ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსეთი - ერთად-ერთი ქვეყანა, საიდაც გზავნილები მცირდება
15 სექტემბერი, 2020, 14:05
რუსეთი - ერთად-ერთი ქვეყანა, საიდაც გზავნილები მცირდება

თბილისი (GBC) -  საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის ივლის-აგვისტოში როგორც წინა თვეებთან, ასევე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იზრდება.

თუმცა, მთლიანი ზრდის მიუხედავად, ცაკლეულ მიმათულებებზე მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება.

კერძოდ, ყველაზე მეტად მცირდება გზავნილების მოცულობა რუსეთიდან.

ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, აგვისტოში რუსეთი ერთად-ერთი ქვეყანაა, საიდანაც გზავნილები მცირდება - ყველა დანარჩენი დონორი-ქვეყნების მაჩვენებელი კი პირიქით, იზრდება.

ზრდის მაჩვენებელი მერყეობს 10%-დან 65%-მდე - ყველაზე მცირე მატებაა საფრანგეთიდან (10%), ყველაზე დიდი  - გერმანიიდან (62%).

რუსეთიდან კი გზავნილების მოცულობა 1,5%-ით შემცირდა.

ეს ცალკე აღებული ფაქტი არაა, და რუსეთის მაჩვენებელი მცირდება ჯერ კიდევ 2019 წლიდან, როდესაც ვარდნამ  6,2% შეადგინა.

2020 წლის მანძილზე რუსეთიდან გზავნილების მოცულობა მხოლოდ ერთხელ, ივლისში, 3,6%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის იანვარში ვარდნამ 1,2%, თებერვალში 2,3%, მარტში 7,2%, აპრილში 5,15%, მაისში 10,03%, ხოლო ივნისში 1,5% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ვარდნა მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება, და ანალოგიური ტენდენცია ჯერ კიდევ 2019 წელს დაფიქსირდა.

ასევე წლიდან წლამდე მცირდება რუსეთის წილი გზავნილების სტრუქტურაში - 2008 წელს გზავნილების მთლიან მოცულობაში რუსეთზე  63,3% მოდიოდა.

2009 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება კლება - 2009 წელს რუსეთის წილი გზავნილებში 53,5% იყო, 2010-ში - 52,8%, 2011-ში - 51,7%,  2012-ში - 56%,  2013-ში  - 54,3%, 2014-ში  - 49,2%,  2015-ში - 45,3%, 2017-ში - 33%.

დრამატული ვარდნა 2019 წელს დაიწყო, და ის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთანაა დაკავშირებული, რის გამოც ევროკავშისი წილის 28%-დან 39%-მდე გაიზარდა, რუსეთის - 25%-მდე დაეცა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები