| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტის მოლოდინით, პრობლემური სესხების პორტფელი გაიზრდება. კობა გბენეტაძემ პანდემიამდე ტრენდი აღნიშნა, ყველაზე დაბალი ნიშნულით.
მისი თქმით, კრიზისი საქართველოს საბანკო სექტორისთვის გადატანადია ლიკვიდობის და კაპიტალის ბაზის წყალობით. საკრედიტო დანაკარგები მოსალოდნელ 1.2 მლრდ -ზე ნაკლებიც შეიძლება იყოს. საბანკო სექტორი ამ დროისთვის აქტივების შეფასების პროცესშია და მდგომარეობა და მოლოდინები მალე გაცხადდება.სტაბილური საოპერაციო შემოსავლების შედეგად საბანკო სექტორი პოზიციებს 2021 წლის თვის აღადგენს.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას საბანკო სესხების 6 თვიანი გადავადების პროგრამის სიკეთეზეც აღნიშნა, რაც მისი თქმით, საფინანსო სექტორის სიმყარემ გახადა შესაძლებელი. მდგომარეობა არ დამძიმდება ბანკები ყველა მსესხებელთან ინდივიდუალურად მუშაობენ. პირველ რიგში მათ ინტერესშია, რომ სესხები დაბრუნდეს და ყველაფერს იღონებენ რომ დააბრუნონ ( სებ-ის პრეზიდენტმა მსესხებლებთან ინდივიდუალური მუშაობა იგულისხმა და არა დაძალება და მომხმარებელზე წნეხი)
ამასთან საკრედიტო ურთიერთობების გააქტიურებოს მიმდინარე ტრენდზე აღნიშნა. წლიური ზრდის დინამიკა იმედისმომცემია, უპრეცედენტო შოკის პირობებშიც კი წელი 10%-იანი ზრდით დასრულდება, - "ეკონომიკა ცდილობს დაძლიოს პანდემია"
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss