ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებს წელს სებ-ი $200 მლნ-ზე მეტს მიაწვდის
16 სექტემბერი, 2020, 12:27
ბანკებს წელს სებ-ი  $200 მლნ-ზე მეტს მიაწვდის

თბილისი (GBC) - დონორების დახმარებები უცხოურ ვალუტაშია მოზიდული და ლარში იხარჯება, - სებ -ის პრეზიდენტმა მპკ -ის ოთხშაბათის სხდომის შემდეგ, დოლარში მოზიდული დახმარებების ლარში ხარჯვის ეფექტის გარდა, ლარზე წნეხის სხვა მიზეზებიც ჩამოთვალა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბულობის ფაქტორი..

კობა გვენეტაძემ დონორების დახმარებით $4 მლრდ -მდე გაზრდილ რეზერვებზე და სებ-ის პრიორიტეტზეც აღნიშნა, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა პანდემიიის პერიოდიდან აირჩია და რაც საბანკო სექტორისთვის რესურსის მიწოდებას ითვალისწინებს

სებ-ის პრეზიდენტს დონორების რესურსების ხარჯვაზე, საინვესტიციო ბანკებზე უარესი მოლოდინი აქვს. წელს ბანკებისთვის $200 მილიონის მოწოდება საკმარისი არ იქნება, რასაც საინვესტიციო კომპანიების ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. მისი თქით ბანკების დაფინანსება H1/2021-ის ბოლომდე გაგრძელდება.

კობა გვენეტაძემ $40 მლნ-ის დღევანდელი ინტერვენციაც დაანონსა, რაც აპრილიდან დაწყებული კამპანიის ნაწილია და სავალუტო ბაზრისთვის წნეხის ნაწილობრივ შემსუბუქებას ითვალისწინებს და რაზეც რეზერვებიდან უკვე $380 მლნ -ია დახარჯული. ოთხშაბათის ინტერვენციის ჩათვლით, 17.09.2020 -ისთვის $400 მლნ-ს გადააჭარბებს.

კურსის რყევაზე, ლამის ყოველდღიურ რეჟიმში, ბიზნესის წუხილზე კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეს ფინანსური მენეჯმენტის საკითხია და არ ჰგონია, რომ სერიოზულ ბიზნესმენს პანდემიით შექმნილი გამოწვევები არ ესმოდეს. მისი თქმით, ფორსმაჟორში რისკების მინიმიზაცია პირველკურსელის სასწავლო პროგრამის საკითხია და შესაბამისად ბიზნესს ეს არ უნდა ესწავლებოდეს.

არასაფინანსო ბაზრის წარმომადგენლების პასუხით, როგორც ჩანს პანდემიიის გამოწვევებთან და კრიზისთან გამკლავება ფინანსური მენეჯმენტის საკითხია არასაფინანსო კომპანიებისთვის. მხოლოდ ბანკებითვის გახდა სებ-ის მენეჯმენტის საკითხიც.

სებ-ის პრეზიდენტმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ოქტომბერში გადახედვაზეც განაცხადა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები