| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობის ფასები მსოფლიო ბირჟებზე, ზედიზედ მეორე დღეა, იზრდება. ამის მიზეზად აშშ–ში ქარიშხლის გამო ნავთობმოპოვების შეჩერება და ნავთობმარაგების შემცირება სახელდება.
Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, ოთხშაბათის სავაჭრო სესიაზე 1,65%–ით გაიზარდა ბარელზე $41,2 შეადგინა.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,93%–ით არის გაზრდილი და ბარელი $39,02 ნიშნულზე ივაჭრება.
შეერთებულ შტატებში ქარიშხალი „სალის“ გამო ნავთობტერმინალები სამშაბათს დაიხურა, ხოლო ნავთობისა და გაზის მოპოვება 25%–ით შემცირდა. ქარიშხალმა მექსიკის ყურის სანაპიროს მიაღწია.
„ქარიშხალი „სალის“ გამო ჩვენმა დანაკარგებმა 11 დღის
განმავლობაში 3–დან 6 მლნ–მდე ბარელი შეადგინა“, – ნათქვამია Rystad Energy–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss