| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4.5 პროცენტს შეადგენს. ამ დროს ეკონომიკის ზრდის გენერატორები იქნება ტურიზმი, მოხმარება და ექსპორტი. ანუ, პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფერო,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ABD) ანგარიშში მოყვანილ პროგნოზს საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ.
„აზიის განვითარების პროგნოზის 2020“ განახლებულ გამოცემის თანახმად, აზიის განვითარების ბანკმა გამოთქვა პროგნოზი მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ვარდნის შესახებ, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია.
ამის მიუხედავად, ანგარიშის თანახმად, ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება და ქვეყნის ეკონომიკა
4.5%-ით გაიზრდება.
„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული მენეჯმენტის ეფექტიანობა, რაც კრიზისის შესარბილებლად ეტაპობრივად განხორციელდა, საბანკო რეგულაციების, ბიზნესისათვის საგადასახდო შეღავათების გაწევით და სოციალური პაკეტების გაფართოების მიმართულებით, კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატებით ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5%-ს შეადგენს. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებს ახალი ლოქდაუნის გამოცხადებას, შესაძლო მეორე ტალღის პირობებშიც კი. ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ლოქდაუნის პირობებში მოსახლეობის და მთლიანად ბიზნესის შემოსავლები მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო საპირისპიროდ, ეკონომიკის ხელოვნურად შენარჩუნების ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება,“ - განაცხადა ექსპერტმა
გიორგი ცუცქირიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss