ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა
15 სექტემბერი, 2020, 10:27
კონკურენციის სააგენტომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

თბილისი (GBC) - კონკურენციის სააგენტომ კომპანია "ჯი-თი მოტორსის" მომართვის საფუძველზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ,,ჯი-თი მოტორსისმიერ შპს ".. მოტორსის" წინააღმდეგ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

დარღვევის ფაქტი განხილულ იქნა ორი მიმართულებით: კერძოდ,საწარმოს რეგისტრაციისას სახელწოდების გამოყენება და ბაზარზე პროდუქციის/მომსახურების შეთავაზების მიზნით განხორციელებული ქმედებები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას. მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, სააგენტოს მიერ მოძიებულ იქნა ეკონომიკური აგენტების მიერ ბაზარზე განხორციელებული აქტივობები, ოპერირების სტრატეგია და მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება - განხორციელებული ქმედებები არ შეიცავს საკმარის განმასხვავებელ ნიშნებს იმისათვის, რომ მომხმარებელმა ცალსახად შეძლოს კომპანიების გამიჯვნა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოკვლევის მიმდინარეობის პროცესშივე, ,,.. მოტორსისმიერ აღმოფხვრილ იქნა კონკურენციის კანონდარღვევის ფაქტი. კერძოდ, ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ყველა სადავო სარეკლამო რგოლი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი კონკურენციის კანონმდებლობასთან. შპს ,,.. მოტორსსდაევალა - სარეკლამო კომპანია სამომავლოდ აწარმოოს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი და მომჩივანი კომპანიის აღრევა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკი.
























მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები