| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კომპანია Apple-მა 15 სექტემბერს სპეციალური ღონისძიება ჩანიშნა და სავარაუდოდ Apple Watch-ისა და iPad-ის განახლებულ ვერსიების წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აღნიშნული ღონისძიება Apple-ის არსებობის ისტორიაში პირველად დისტანციურად გაიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო.
რაც შეეხება iPhone-ის ახალ ვერსიას, კომპანია საზოგადოებას ოქტომბერში გააცნობს, როგორც წესი კომპანია სმარტფონის ახალი მოდელის პრეზენტაციას სექტემბერში მართავს ხოლმე, მაგრამ ეს გადადება COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდება.
Investing.com-ის ანალიტიკოსი ჰარის ანვარი აცხადებს, რომ თუ Apple-ი ვერ შეძლებს iPhone 12-ის დროულ წარდგენას ოქტომბერში, ეს კომპანიის გაყიდვებს სერიოზულად დააზარალებს.
„ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ბევრი ადამიანი თადარიგს იჭერს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისათვის და ძველი ტელეფონის ახლით შეცვლას გეგმავს“, – განაცხადა ანვარიმ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss