ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
უძრავი ქონების ბაზარი ძალებს იკრებს
14 სექტემბერი, 2020, 17:56
უძრავი ქონების ბაზარი ძალებს იკრებს
თბილისი (GBC) თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები გაჯანსაღების ნიშნებს აჩვენებს. აგვისტოში დედაქალაქში 2 387 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წლიურად 17.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა მცირედით გაუმჯობესებული ივლისთან შედარებით.

ახალგაყიდულ ბინებს შორის 65% ახალაშენებულ სახლებზე მოდიოდა, რაც უმეტესად იპოთეკის სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა კვლავ მცირე და საშუალო ზომის ბინებზეა.

გაყიდვები თბილისის ყველა უბანში მცირდება, თუმცა განსაკუთრებული კლებაა ჩუღურეთში - 47%, საბურთალოზე - 44%, კრწანისში - 41%. ყველაზე ნაკლებად გლდანი და სამგორი დაზარალდნენ, სადაც გაყიდვებმა 21%-ით და 24%-ით იკლო.

მიუხედავად შემცირებისა გაყიდვებით კვლავ საბურთალო და დიდი დიღომი ლიდერობს. სწორედ ამ ორ უბანზე მოდის თბილისის გაყიდვების 1/3.

აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების საშუალო ფართი 66 მ²- იყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები